reportiori.ge - ჯარჯი აქიმიძე: დღეს ჩვენი ჟურნალისტები დგანან ბარიკადების მეორე მხარეს. რას ებრძვიან, ვის ებრძვიან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:48
სამართალი
ჯარჯი აქიმიძე: დღეს ჩვენი ჟურნალისტები დგანან ბარიკადების მეორე მხარეს. რას ებრძვიან, ვის ებრძვიან...
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 11:26


„რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელი ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ქიბარ ხალვაშთან, დავით დვალთან და ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად განცხადებას აკეთებს. აქიმიძე იხსენებს პერიოდს, როცა ტელეკომპანიის დათმობა იძულების წესით მოუხდათ:


„2004 წელს, ივნისში, როდესაც დავდექით ფაქტის წინაშე, რომ დაგვეთმო ტელეკომპანია, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო - გვითხრეს, რომ ჩვენ დავრჩებოდით ტრუსის ამარა, ვფიქრობდით, გვეთქვა თუ არა ჩვენი ჟურნალისტებისთვის ამ ყველაფრის შესახებ. რამდენიმე დღის განმავლობაში, მე და დვალი ვისხედით მე-12 სართულზე და ვფიქრობდით, ამოვა თუ არა ვინმე, გვეთქვა თუ არა ვინმესთვის. ვერ გავრისკეთ, გვესარგებლა ჩვენი მდგომარეობით და საბოლოო ჯამში უარი ვთქვით პროტესტზე. არ ვიცი, იყო თუ არა სწორი, უნდა გამოგვეყვანა თუ არა მაშინ ჟურნალისტები. დღეს ეს ფაქტი სახეზეა და დღეს ჩვენი ჟურნალისტები, მაქვს ამის უფლება, ასე მივმართო, დგანან ბარიკადების მეორე მხარეს. რას ებრძვიან, ვის ებრძვიან, გაუგებარია.

 

შორეულ წარსულში, კარგად მახსოვს, როგორ იწყებოდა „რუსთავი 2"-ის ისტორია. ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ხალხის თვალწინ, ვისი 40% ჯერ კიდევ მუშაობს „რუსთავი 2"-ში. ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ, საინფორმაციო სამსახურისთვის დაგვერქმია „კურიერი". საინფორმაციო პოლიტიკა უნდა იყოს ამბის მიმტანი და არა ამბის მიკერძოებულად მიმტანი. ჩვენ ტელევიზიის დევიზად შევარჩიეთ ერთი მარტივი ფრაზა - რომელიც მერე რატომღაც დავივიწყეთ. ჩვენი ტელევიზია თქვენი ტელევიზიაა - ეს იყო დევიზი, რომელიც დავივიწყეთ. თუკი დავიბრუნებთ „რუსთავი 2"-ს, ჩვენი ტელევიზია ისევ გახდება არა მარტო ჟურნალისტების, არამედ საზოგადოების", - განაცხადა აქიმიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016