„რუსთავი 2" წაგვართვა სააკაშვილმა და იმ დღიდან მოყოლებული, არასოდეს დაგვიკარგავს იმედი, რომ დავიბრუნებდით ტელეკომპანიას", - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა განაცხადა.
მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის დამფუნებლების ხედვა ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით მთლიანად ემთხვევა ერთმანათს.
„ეს მაძლევს იმ იმედს, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი გაუგებრობა არ იქნება. რაც შეეხება ჩემს თანხმობას დროებით მმართველის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ, ალბათ სხვა დროს და სხვა პირობებში ვიტყოდი, რომ მოდი, ქიბარ, ჯერ დაიბრუნე ტელევიზია და მერე ვიმოქმედებ. ჩემი გადაწყვეტილება მიმაღებინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა... ვხედავ ექსტრემისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობს, ფარად გამოიყენოს ტელევიზია, გამოიყენოს ბრძოლის იარაღად და თავისი ინტერესებისთვის..." - განაცხადა დვალმა.
მისი თქმით, ტელეკომპანიას არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებს და ისინი არ იქნებიან გათავისუფლებულებული სამსახურიდან.
„ბევრი ახალი თანამშრომელია „რუსთავი 2"-ში, ბევრი არ მიცნობს. შემიძლია, ერთი რამ გითხრათ ხაზგასმით, როგორც დამფუძნებელს, მსურს და პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ეს ტელევიზია გაძლიერდეს, ჰქონდეს რეიტინგი, დაფუძნებული იყოს თავისუფალი სიტყვის პრინციპებზე. ხაზს ვუსვამ, არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს ტელევიზიას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და არავინ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ დავდგებით ჟურნალისტების კედლად, რომ იყვნენ თავისუფლები საქმიანობაში", - განაცხადა დვალმა.