reportiori.ge - ფილიპ დიმიტროვი: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თუ სწორად იქნება გამოყენებული, ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:57
პოლიტიკა
ფილიპ დიმიტროვი: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თუ სწორად იქნება გამოყენებული, ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს
12 ნოემბერი, 2013. 10:42

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს, თუ სწორად იქნება გამოყენებული. ის საშუალებას იძლევა, შემცირდეს უმუშევრობა, სიღარიბის დონე და ამ მიმართულებით მზად ვართ, თქვენს გვერდით ვიყოთ", - აღნიშნული განცხადება ფილიპ დიმიტროვმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე განაცხადა. მან ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

დიმიტროვის თქმით, მიმდინარე წელს, კოაბიტაციასთან დაკავშირებული ცალკეული სირთულეების მიუხედავად, ხელისუფლების მშვიდობიანი და სამაგალითო გადაცემა მოხდა, რითაც საქართველომ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

ბიზნესფორუმში ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შედგება ორმხრივი შეხვედრები, ასევე დაგეგმილია სექტორული სემინარები. ღონისძიება ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროექტის ეასტ ინვესტ-ის ფარგლებში იმართება.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016