ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, თუ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, რომელიც „რუსთავი 2"-ს და ტელეკომპანია „საქართველოს" აქვთ დაყენებული საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს თავდაყირა დააყენებს სამოქალაქო სამართალბრუნვას საქართველოში.
„ჩვენ შევიტყვეთ, რომ ტელეკომპანია „საქართველოს" წარმომადგენლები აპირებენ, დღეს მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. გარდა იმისა, რომ ტელეკომპანია „საქართველომ" და „რუსთავი 2"-მა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მუხლის შეჩერების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ აღსრულებას, მათ ასევე მიმართეს სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ნორმების შეჩერების თაობაზე, რაც ჩვენი აზრით, არის აბსოლუტურად წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვთ დაყენებული საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ დაკმაყოფილდა, თავდაყირა დააყენებს სამოქალაქო სამართალბრუნვას საქართველოში. ისინი ასაჩივრებენ და თვლიან არაკონსტიტუციურად იმ ნორმას, რომელიც არის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც დგას დემოკრატიული საზოგადოება., კანონის უზენაესობა და ზნეობრივი ნორმების უზენაესობა", -განაცხადა სალიამ.