reportiori.ge - ახალგაზრდა ექსპეტები რუსეთიდან საქართველოს ეცნობიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:51
მედია
ახალგაზრდა ექსპეტები რუსეთიდან საქართველოს ეცნობიან
12 ნოემბერი, 2013. 11:27

„ახალგაზრდა რუსი ექსპერტები საქართველოს ეცნობიან", - ამ სათაურით აქვეყნებს „პოლიტრუს" სტატიას, სადაც მოთხრობილია, რომ რუსი ახალგაზრდა ექსპერტები გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით, თებერვალში, საქართველოში იმყოფებოდნენ. პროექტ „საქართველო-რუსეთის დიალოგი მშიდობისა და თანამშრომლობისთვის" ფარგლებში ახალგაზრდა რუსი პოლიტოლოგები, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები და ჟურნალისტები მთავრობის წარმომადგენლებსა და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები, თბილისში, РИА Новости-ს  საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა.

თემაზე „ორი ქვეყნის თანამდეროვე ურთიერთბა- ახალგაზრდა ექსპერტების ხედვა", დამსწრეებმა იმსჯელეს და შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.

„აღნიშნული ვიზიტი ემსახურება ორ პროექტს. პირველი - ეს არის შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის რეინტეგრაციის, ეკონომიკის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რუსეთთან ურთიერთობაში, ზურაბ აბაშიძესთან. მეორე კომპონენტი მოიცავს შიდა დისკუსიებს, სდააც საუბარი იქნება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე -  განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ტატო ხუნდაძემ",- წერს სააგენტო.

საქართველოში ახალგაზრდა ექსპერტების ვიზიტი გორჩაკოვის სახელობის, საზოგადო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდის და „კავკასიური სახლის"  მიერ არის ორგანიზებული.

 

„დღეს ჩვენ გავქვს ძალიან სიღრმისეული დიალოგი, რომელიც ახალგაზრდა ექსპერტებს შორის შედგა. დისკუსიის ასეთი ფორმატი, სხვა პოლიტიკურ სიბიექტებს შორის მოლაპარაკებების ფონზე,  ერთადერთი გზაა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღსადგენად", - აცხადებს გორჩაკოვის  სახელობის ფონდის  დირექტორი, ნატალია ბურლოვა.


საქართველოში ახალგაზრდა რუსი ექსპერტების ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში  არსებული ექსპერტებისთვის ერთადერთი საპასუხისმგებლო პროექტია. ექსპერტები საქართველოში 2013 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ.


„საქართველო-რუსეთს შორის დიალოგი, მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" პროექტი დაფინანსდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ფონდ „პრობლემების დარეგულირების" ჩარჩოებში. მოგზაურობის ფინანსური მხარე გორჩაკოვის სახელობის ფონდმა დააფინანსა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016