reportiori.ge - "რუსთავი 2"-ის იურისტმა ქიბარ ხალვაშის განმარტებები შეაფასა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:01
სამართალი
"რუსთავი 2"-ის იურისტმა ქიბარ ხალვაშის განმარტებები შეაფასა
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 12:49


ქიბარ ხალვაშის და „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების მიერ სპეციალურად გამართული ბრიფინგის შემდეგ, სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა „რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.


მან შეფასება გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განმარტებასთან დაკავშირებით, სადაც ის საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრობს. პაატა სალიას განცხადებით, მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაურღვევიათ.


„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალ-ცალკე განსხვავებული ნუმერაცია აქვს იმ ნორმას, რომელიც იქნა გამოყენებული 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლის მიერ. ხოლო ის ნორმა, რომელიც კომპანიის იურისტებმა გაასაჩივრეს და საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, იყო სულ სხვა ნორმა ნუმერაციით, თუმცა, შინაარსობრივად ისინი დაკავშირებულია ერთმანეთთან და იდენტურია", - განაცხადა მურადაშვილმა.


შესაბამისად, მურადაშვილის განმარტებით, დღევანდელი საკონსტიტუციო სარჩელი მიმართულია იმ მოთხოვნით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გაფართოვდეს თავისი შინაარსობრივი გაგებით და გავრცელდეს იმ ნორმაზეც, რომელზეც მიუთითებდა მოსამართლე ურთმელიძე 5 ნოემბრის განჩინებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016