reportiori.ge - პაატა სალია: თუ ვინმე თავის კაბინეტში გამაგრებას აპირებს, შესაბამისი ზომები მოჰყვება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:45
სამართალი
პაატა სალია: თუ ვინმე თავის კაბინეტში გამაგრებას აპირებს, შესაბამისი ზომები მოჰყვება
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 14:25


ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ  „რუსთავი 2"-ის ახალდანიშნულ დროებით მმართველებს თავიანთი მოვალეობის შესრულების საშუალება უნდა მიეცეთ. „რედისონში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა სალიამ განაცხადა, იმისათვის, რომ განხორციელდეს რაიმე ლეგიტიმური გადაწყვეტილება, საჭიროა რევაზ საყევარიშვილის და დავით დვალის ხელმოწერა.


„ჩვენ არანაირ იძულებას, ძალადობას არ ვაპირებთ. თუ ვინმე თავის კაბინეტში გამაგრებას აპირებს, საზიანო იქნება თქვენთვის, ამას მოჰყვება შესაბამისი ზომები, უკვე ზიანის ანაზღაურება, ისინი პირადად აანაზღაურებენ და ა.შ. იმისათვის, რომ მოხდეს ჩვეული საქმიანობა, ხელფასების დარიგება, გარკვეული ნივთების შესყიდვა, ყველაფრისთვის საჭიროა რევაზ საყევარიშვილის და დავით დვალის უშუალო ჩართულობა, ეს არის სასამართლოს განჩინება. მე ვთვლი, რომ ყველანი უნდა ვიყოთ კანონმორჩილნი, შევასრულოთ სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული", - აღნიშნა პაატა სალიამ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016