„რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე სარჩელი შევიდა. ტელეკომპანია „საქართველოს" წარმომადგენლები საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას და გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.
დამატებითი სარჩელის აღძვრის გადაწყვეტილება იურისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც 2 ნოემბერს მიღებული დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტი გუშინ 5 ოქტომბერს სხვა მუხლის საფუძველზე შეიცვალა.
„ჩვენ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მაგივრად ვცდილობთ, ეს პროცესები მოვაქციოთ საკონსტიტუციო ფარგლებში. მან გადაამეტა უფლებამოსილებას. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოსცა განჩინება, რომელიც ზღუდავს ჩვენს უფლებებს. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, ეს ყოველივე საკონსტიტუციო ფარგლებში მოაქცის", - განაცხადეს იურისტებმა.