reportiori.ge - „ღია საზოგადოება-საქართველო“: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:52
სამართალი
„ღია საზოგადოება-საქართველო“: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 15:47


ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გთავაზობთ ფონდის განცხადებას:


გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დროებითმა მმართველებმა ჩაანაცვლეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს და ქმნის პროცესების გამწვავების საფრთხეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შეჩერდა დაუყოვნებლივი აღსრულების ინსტიტუტის მოქმედება, ქმნიდა შანსს, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები დარჩენილიყო სასამართლო დარბაზში და არ გადაენაცვლა ქუჩაში. საქალაქო სასამართლოს განჩინება კი, თანმდევი ფაქტობრივი შედეგების გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური კონტროლის ორგანოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან, ხოლო განჩინებაში არსებული დასაბუთება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას არ შეესაბამება.

 

სასამართლოს მიღებული განჩინება, უფრო ფართო კონტექსტში, აჩენს სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიზების ძლიერ ეჭვს. მიმდინარე პროცესები სცდება არა მხოლოდ კერძო სამართლებრივი დავის ფარგლებს, არამედ გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებს.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რუსთავი 2"-ის გარშემო არსებული დავა დაბრუნდეს მართლმსაჯულების სისტემაში. პროცესში ჩართულმა პირებმა - სამართლებრივი დავის მონაწილეებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და, უპირველესად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ - უნდა მიმართონ ყველა დემოკრატიულ ზომას, რომ შეინაჩუნონ სამოქალაქო მშვიდობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, ამგვარი ქმედებებით რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016