„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესება და თამაზ ურთმელიძის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება:
„ტარაგიკომედიაა რა მართლა... „რუსთავი 2"-ის იურისტებს ახლა გაახსენდათ, რომ მოსამართლე ურთმელიძეს ბერკეტად დარჩა კიდევ ერთი მუხლი, რომელსაც დაეყრდო საკუთარ განჩინებაში და ახლა ამ მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით გარბიან საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოში (სატელეფონო ზარის იმედით ოდესიდან, რაღა თქმა უნდა...).
აი, ეს მუხლიც - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 271. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა - სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად", - აცხადებს ლორთქიფანიძე.