reportiori.ge - რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი „რუსთავი 2“-ში შესვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:33
მედია
რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი „რუსთავი 2“-ში შესვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 18:25


„რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი  ტელეკომპანიაში მისვლას და მოვალეობის შესრულებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ, რაც საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის. დროებითი მმართველები ასევე მიმართავენ „რუსთავი 2"-ის მფლობელებს:


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ა.წ. 5 ნოემბრის საქალაქო სასამართლოს განჩინების თაობაზე საზოგადოების გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

 

ჩვენ ვართ ჟურნალისტები და მედიამენეჯერები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს კითხვები „რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის ირგვლივ.

 

შესაბამისად, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება არ არის საბოლოო, ექვემდებარება გასაჩივრებას ჯერ პირველ ინსტანციაში, ხოლო შემდგომ სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ტელევიზიის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის გადაწყვეტილება შეიცვალოს, ჩვენ ვაპირებთ, დაველოდოთ გასაჩივრების შედეგებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს ეს განჩინება გაივლის გასაჩივრების ყველა ეტაპს და მიიღებს საბოლოო სახეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიდეთ ტელევიზიაში და შევასრულოთ ხსენებული განჩინებით ჩვენზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები.

 

ასევე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, „რუსთავი 2"-ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, მზად ვართ, გავიზიაროთ მოქმედი პარტნიორების, კერძოდ, ყარამანიშვილების სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მივანიჭოთ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

 

შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ყარამანიშვილების კანდიდატურას, რომ არ შეიქმნას ტელეკომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ვაკუუმი და შესაბამისად, ტელეკომპანიას არ შეექმნას გარკვეული პრობლემები საქმიანობაში.

 

ჩვენ, „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები, ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები, რომ ტელეკომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ეს საქართველოს საზოგადოების უმთავრესი დაკვეთაა", - აღნიშნულია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016