reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: უნდა გამოიკვეთოს, ვის რა წვლილი მიუძღვის სისხლიანი სცენარის დაგეგმვაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
ინტერვიუ
ალექსანდრე ქანთარია: უნდა გამოიკვეთოს, ვის რა წვლილი მიუძღვის სისხლიანი სცენარის დაგეგმვაში
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 19:37


„ეს არის „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილება", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომელიც ტელეკომპანიის ადმინისტრაციის დროებით ცვლილებას უკავშირდება. სცდება თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს და რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს მიმდინარე პროცესებს, ამის შესახებ ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორს" ესაუბრა:


- ორი მხარე იბრძვის სამართლებრივად და ხან ერთის უპირატესობა იკვეთება, ხან მეორის. ეს კარგია. ვფიქრობ, რომ მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება კანონის ფარგლებს არ სცდება. ყველა ცდილობს, რომ სამართლებრივ სივრცეში მიაღწიოს გამარჯვებას და ეს ბუნებრივია. ამ შემთხვევაში ამოქმედდა მუხლი, რომელიც დროებითი მმართველობის შემოღებას ითვალისწინებს.


ამას აქვს გარკვეული საფუძვლებიც. გარდა კანონიერებისა, ეს არის მორალური საფუძვლები. „რუსთავი 2"-ს დღეს არ მართავს ის ხალხი, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირებულნი იყვნენ მეპატრონეებად. გამოჩნდა, გამოიკვეთა, რომ „რუსთავი 2"-ის ნამდვილი მეპატრონე მიხეილ სააკაშვილია. ასევე გამოჩნდა და ხალხმა დაინახა, რომ ეს კაცი სისხლიანი სცენარის განვითარებას აპირებდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილება. არავინ უნდა იფიქროს, რომ ხელისუფლებას გაეხსნა ახლა მადა და იმაზე ფიქრობს, რომ „რუსთავი 2" თავის ტელევიზიად აქციოს. არცერთი ტელევიზია არ არის ჩვენს სამსახურში და დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2"-ის ჯგუფი არ დამცირდება ისე არასდროს, რომ ხელისუფლების მონობის ქვეშ დადგეს. პირიქით, ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2" თავისუფლდება პარტიული ბერკეტებისგან და ეს ძალიან კარგია.


თუ გადავხედავთ „რუსთავი 2"-ის 3 წლის წინანდელ მოღვაწეობას, დავინახავთ, რომ მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა, „რუსთავი 2" ყველაფერს წარმოადგენდა ისე, თითქოს ყველაფერი კარგად იყო ქვეყანაში. თითქოს არც 7 ნოემბერი იყო, არც გირგვლიანის საქმე იყო. ეს იყო სწორედ იმის შედეგი, რომ ის ყოფილი ხელისუფლების ქვეშევრდომის სტატუსით მოქმედებდა. დღეს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისევ ამ ქვეშევრდომის სტატუსით. გამოდიან სულ სხვა ჰანგებით.


2 ინსტანციაა გასავლელი კიდევ და საუბარი ჯერჯერობით ადრეა, თუ ვის მიაკუთვნებენ ტელევიზიას. მაგრამ ის, რომ „რუსთავი 2" ჩადგება მართლაც თავისუფალ რეჟიმში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. გვარამია, რომელიც პირდაპირ შექმნილია სააკაშვილის მიერ, მას მგონი არ უნდა გადააყოლოს ჟურნალისტთა კორპუსმა თავიანთი მომავალი და პროფესიული ღირსება.


- მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზეც გკითხავთ, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრებია აღბეჭდილი. ფიქრობთ თუ არა, რომ აღნიშნული საუბრები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა? და რამდენად კმაყოფილი ხართ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით ამ მიმართულებით?


- რამდენად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ეს უფრო კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა თქვან. მგონია, რომ იქ არის საფუძველი, რათა ბრალი წაეყენოს ვინმეს. თუ გავიხსენებთ წარსულს, მახსოვს, გიორგაძის პარტიის ხალხი როგორ პირწმინდად მოასუფთავეს და მერე ვითომ იარაღი უპოვეს და აღიარებინეს. ეს, რა თქმა უნდა, წარსულს ჩაბარდა და იმავე მეთოდებით არ უნდა იმოქმედონ ჩვენმა სამართალდამცავებმა. თავისთავად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამჟამად ძებნილი პირი, სხვა ქვეყნის მაღალჩინოსანი დაკავებულია იმით, რომ აქ გაათამაშოს სისხლიანი პერიპეტიები და სცენარის შეთხზვის პროცესშია, მგონი, ეს საკმარისია, რომ მას ბრალი წაეყენოს და დაიწყოს პროცედურები. მგონი, საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო. ამ ჩანაწერების უკან ვინ დგას, ეს ცალკე საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ჩანაწერებმა მოახდინა გარკვეული პრევენცია და გააშიშვლა სიტუაცია. მით უფრო, რომ თავდაპირველად მათ არ უარყვეს ჩანაწერების ავთენტურობა.


ჩემთვის ახლა ამ აუდიოჩანაწერების მომპოვებლების ვინაობას მნიშვნელობა იმდენად აქვს, რომ ჩვენ გავიგოთ, რა მოტივი ჰქონდა ამის უკან მდგომს. ამ შემთხვევაში მთავარია შინაარსი.


არ მგონია, რომ ჩვენი სამართალდამცავები მხოლოდ იმის იმედზე არიან, რომ ზღვის გადაღმიდან თუ გადმოღმიდან ვინმემ ინფორმაცია მიაწოდონ.  ვფიქრობ, რომ მათ ექნებათ გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები და უკვე დაბეჯითებით უნდა შეუდგნენ ამ საქმის გამოძიებას. მხოლოდ პროკურატურაში სეირნობით არ უნდა დააკავონ ეს პირები. ახლა ყველა ელოდება შედეგს. არ ვამბობ რეპრესიებს, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს, ვის რა წვლილი მიუძღვის ამ სისხლიანი სცენარის დაგეგმვაში.


მათ ეს გეგმა დიდი ხანია ჰქონდათ, უბრალოდ, „რუსთავი 2"-ის ამბებმა დააჩქარა მათი გეგმები.


- იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო „რუსთავი 2"-ს საბოლოოდ მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს, ელოდებით თუ არა ვითარების გართულებას და ხედავთ თუ არა გარკვეული დაპირისპირების საფრთხეს?


- დღეს არ არის 2003 წელი, არც უფრო ადრეული პერიოდი. ყველამ კარგად დაინახა „რუსთავი 2"-ის მასირებული შტურმი საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე. ეს იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მხირდან მართული. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველამ დაინახა, დღეს აქტივისტები არიან ძალიან ცოტანი და დარჩენილი ჰყავთ მხოლოდ ერთი მუჭა მხარდამჭერები. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016