reportiori.ge - ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველად მისი კანდიდატურის წარდგენას არ მიესალმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:30
მედია
ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველად მისი კანდიდატურის წარდგენას არ მიესალმება
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 23:24


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის უფლებამოსილებაშეჩერებული გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამფუძნებლების მხრიდან კომპანიის დროებით მმართველად მისი კანდიდატურის წარდგენას არ მიესალმება.


ჯერ დამფუძნებლებთან კომუნიკაცია არ მქონია. ალბათ, ისინი ხვალ გაავრცელებენ თავის პოზიციას. ჩემი პერსონის გამო არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეიკავონ ამისგან თავი. მიმაჩნია, რომ ჩემი წარდგენა რომ იყოს შესაძლებელი თეორიულად, ამ ვითარებაში არ იქნებოდა სწორი. თუ მაინცადამინც ჩემზე გადის ეს წინააღმდეგობის ხაზი, გაცილებით დიდი სიკეთე იქნება, კომპანია გადარჩეს და ეთერი შეინარჩუნოს. მე შეჩერებული მაქვს უფლებამოსილება და როგორც კი ეს განჩინება გაუქმდება, მე აღმიდგება უფლებამოსილება, მაგრამ თუ მაინც მოხდა ასეთი შეთანხმება არალეგიტიმურ პირებთან, რა თქმა უნდა, ნებისმიერ პირზე შეთანხმდნენ, მე განხმიხილავენ თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია და მგონია, რომ პირიქით, არც უნდა განმიხილონ", - განაცხადა გვარამიამ.


„რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი ტელეკომპანიაში შესვლას იმ დრომდე არ აპირებენ, სანამ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება გასაჩივრების ყველა ეტაპს არ გაივლის.


ვინაიდან, ამ ეტაპზე, „რუსთავი 2"-ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, მზად ვართ, გავიზიაროთ მოქმედი პარტნიორების, კერძოდ, ყარამანიშვილების სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მივანიჭოთ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

 

შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ყარამანიშვილების კანდიდატურას, რომ არ შეიქმნას ტელეკომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ვაკუუმი და შესაბამისად, ტელეკომპანიას არ შეექმნას გარკვეული პრობლემები საქმიანობაში", - ნათქვამია საყევარიშვილისა და დვალის განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016