reportiori.ge - ზურა კიწმარიშვილი: ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის პროცესში ჩაერთვება, ვფიქრობ, მას ექნება ლეგიტიმური უფლება, თავისი ინტერესებისთვის იბრძოლოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:25
სამართალი
ზურა კიწმარიშვილი: ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის პროცესში ჩაერთვება, ვფიქრობ, მას ექნება ლეგიტიმური უფლება, თავისი ინტერესებისთვის იბრძოლოს
ავტორი:
07 ნოემბერი, 2015. 00:42


ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მეწილეებს შორის მიმდინარე სასამართლო დავაში ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე, ია კიწმარიშვილი ჩაერთვება.


როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმამ გადაცემაში „პოლიტიკა" განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოტანილ იქნა, ეროსის მიერ მიცემულმა ჩვენებებმა დიდი როლი ითმაშეს, ამიტომ, გულდასაწყვეტია, როდესაც მესაკუთრეებს შორის ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე ნახსენები არ არის.

 

„ვთვლი, რომ ამ ბატონებს სრული უფლება აქვთ, თავიანთი ინტერესების დაცვისათვის გარკვეულ ღონისძიებებს მიმართონ, მათ შორის სასამართლოს, რაც მოხდა კიდეც. ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს გადაწყვეტილება- ერთიც და მეორეც.

 

საკმაოდ მძიმეა ჩემთვის, როდესაც წილობრივ საკითხებზე არის საუბარი და იქ ეროსი კიწმარიშვილი ან მისი სამართალმემკვიდრე ნახსენები არ არის. დავით დვალი ყოველთვის აფიქსირებდა, რომ ის და ჯარჯი დავობენ თავიანთი წილის შესახებ და სხვის მაგივრად ისინი ვერ იდავებენ. მას არასდროს არ უთქვამს, რომ ეროსის სამართალმემკვიდრეს არ აქვს უფლება, ლეგიტიმურად იბრძოლოს თავისი წილისთვის. თუმცა, ზოგადად ჩემთვის მძიმე იყო, როდესაც ეროსის ხსენება იშვიათად ხდებოდა.

 

ია კიწმარიშვილი ჩაერთვება ამ პროცესში და ვფიქრობ, მას ექნება ლეგიტიმური უფლება, იბრძოლოს თავისი ინტერესებისთვის",- განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016