reportiori.ge - საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღინიშნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:01
"რეპორტიორის" თვალით...
საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღინიშნა
08 ნოემბერი, 2015. 19:30


დღეს, საგურამოში აღინიშნა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლის იუბილე.


ღონისძიებას მთავრობის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გაიმართა ლიტერატურულ პრემია  „საგურამოს" დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათ სპეციალური პრიზები და ილია ჭავჭაძის მედალი გადაეცათ.


ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან ერთად დაესწრო ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრმა  საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა.


იუბილის ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა  კომპანია „კახური ტრადიციული მეურნეობის" მიერ რესტავრირებული გურამიშვილების საგვარეულო მარანი. დღეიდან ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი - თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. რესტავრირებული თადეოზ გურამიშვილის  მარნის გახსნას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოს მთავრობის წევრები.



პროექტისთვის კომპანია „კახურმა ტრადიციულიმა მეღვინეობამ" 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ილია ჭავჭავაძისეული სავენახე მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა კომპანიას, ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების აღდგენასა და განვითარებას მოემსახურება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016