reportiori.ge - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:07
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 18:51

საგარეო საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე  2013 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლითგაიაროს რეგისტრაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში  ან საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა საკმაოდ მარტივი პროცედურაა და მისი განხორციელება შესაძლებელია: 1. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებით ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში საფოსტო გზავნილის მეშვეობით შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნით. ორივე შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ განცხადება-ანკეტის წარმოდგენა. არ მოითხოვება რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა. 2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით სააგენტოს მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ხორციელდება ონლაინ რეჟიმში შემდეგი ვებ-გვერდის: http://intpass.cra.ge/ConsularMain.aspx მეშვეობით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ განცხადება-ანკეტის შევსება და განმცხადებლისა და განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის დამყარება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016