reportiori.ge - მანანა კობახიძე: დაუშვებელია, ასეთ ხალხს მიანდო საზოგადოებრივი წესრიგის და ადამიანების დაცვა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:58
სამართალი
მანანა კობახიძე: დაუშვებელია, ასეთ ხალხს მიანდო საზოგადოებრივი წესრიგის და ადამიანების დაცვა!
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 11:30



„დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას ყველა ის პირი, ვინც ამ სამარცხვინო, ძალადობრივ დანაშაულთან შემხებლობაში იყო!", - ამ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აკეთებს. კობახიძის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე. იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, მაგრამ მანამდე დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას ყველა ის პირი, ვინც ამ სამარცხვინო, ძალადობრივ დანაშაულთან შემხებლობაში იყო. დაუშვებელია, ასეთ ხალხს მიანდო საზოგადოებრივი წესრიგის და ადამიანების დაცვა დამნაშავეთაგან, ეს მხოლოდ ერთი ადვოკატის უფლებების დარღვევა კი არა, სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პილიტიკის წინააღმდეგ წასვლაა. როგორც ჩანს, პოლიციის სისტემაში კიდევ გვყავს ძალადობაზე ორიენტირებული „ჩინოსნები", რომლებიც რეჟიმის დროს ამგვარ ქმედებებს სიამაყით სჩადიოდნენ. ვიღაცას, ეტყობა, ძალიან მოუნდა ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების 10 წლისთავზე ხელისუფლებას ერთი ნაცემი ადვოკატი მაინც ჰყოლოდა (წინა ხელისუფლებას ხომ, მრავლად ჰყავდა დაჭერილ-დაპატიმრებული), არ გამოვა, ბატონებო, მოძალადეებისთვის სივრცე აღარ არის პოლიციაში და საჯარო სამსახურში! იმედს ვიტოვებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან იქნება სათანადო რეაგირება!" - წერს მანანა კობახიძე.


თბილისის პროკურატურაში პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე 333 მუხლის მესამე ნაწილით საქმეა აღძრული.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016