reportiori.ge - ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „პირველის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:05
მედია
ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „პირველის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 19:56



ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „პირველის" გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტმა MediaMall.ge-თან დეტალურად ისაუბრა.


როცა წამოვედიიმედიდანდა დამხურეს, მას შემდეგ მე თვითონვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ რაღაც პერიოდი პაუზა ამეღო და ამ გაბრაზებისგან გავთავისუფლებულიყავი. ვფიქრობ, გაბრაზებულ განწყობაზე ახალი სამსახურის დაწყება არ შეიძლება. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა, როცა დავფიქირდი, თუ რომელი ტელევიზია იყო საინტერესო, ვარჩიე ტელეკომპანიაპირველი“, იმიტომ რომ არის ახალი გაკეთებული ტელევიზია. სხვათაშორის, ახალი წლიდან მაყურებელს კიდევ უფრო საინტერესო ეთერს ვპირდებით",- აღნიშნა გრიგოლიამ.


ამ ქვეყნაში მედიის შეზღუდვის მხრივ ისე მიდის სიტუაცია, რომ ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიმუშაო ისეთ არხზე, სადაც მაძლევენ იმის გარანტიას, რომ მექნება სრული თავისუფლება. დავინიშნე არხის გენერალურ პროდიუსერად, იანვრიდან კი მექნება ჩემი გადაცემა, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო. მინდა, გავაკეთო უფრო მეტად განსხვავებული გადაცემა, ვიდრე აქამდე გამიკეთებია",- ამბობს ჟურნალისტი.


ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა პოლიტიკური იქნება და ეთერში ახალი წლის შემდეგ ჩაეშვება.


შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იმედი“ რამდენიმე თვის წინ დატოვა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016