reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: 26 მაისს გარდაცვლილი მასურაშვილის საქმეში ნინო ბურჯანაძის ესკორტის ბრალეულობა გამორიცხულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:59
სამართალი
გელა ნიკოლაიშვილი: 26 მაისს გარდაცვლილი მასურაშვილის საქმეში ნინო ბურჯანაძის ესკორტის ბრალეულობა გამორიცხულია!
12 ნოემბერი, 2013. 16:28

უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, 26 მაისს გარდაცვლილი, ვლადიმერ მასურაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან, საქმის რეალურად გამოძიებასთან დაკავშირებით, პასიური პოზიციაა, რასაც ნიკოლაიშვილი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

უფლებადამცველის განცხადებით, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს პასუხი და არსებული კადრები, აღნიშნულ საქმეში ნინო ბურჯანაძის ესკორტის ბრალეულობას აბსოლუტურად გამორიცხავს.

„იმას, რომ ვლადიმერ მასურაშვილი ნინო ბურჯანაძის ესკორტმა გაიტანა, არც ექსპერტიზა ადასტურებს და არც კადრები, უფრო მეტიც, გარდა პიარისა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისივე განცხადებით, პირველი შეხვედრის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოძიების დეტალებს კიდევ ერთხელ გაეცნობოდნენ და შეხვედრაც დათქვეს, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი მას შემდეგ აღნიშნული საქმით არ დაინტერესებულა. ნიკოლაიშვილი ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მასურაშვილების ოჯახზე შესაძლო ზეწოლას არ გამორიცხავს.

„ოჯახი პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული სიმართლის დადგენით და მათი მხრიდან შემდგომი ასეთი პასიურობა გამიკვირდა კიდეც. როგორც ჩანს, იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზემოქმედება მოხდა, მათ ან აუკრძალეს, ან სხვა ფორმით მოახდინეს ზემოქმედება", - აცხადებს უფლებადამცველი.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016