reportiori.ge - ზაალ უდუმაშვილი: მე ვერ ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე! კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:24
მედია
ზაალ უდუმაშვილი: მე ვერ ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე! კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები!
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 15:07




„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილს დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.


„ხელისუფლების მხრიდან სიურპრიზები არ მთავრდება. მორიგი აბსურდი მოვისმინეთ, ჯერ ერთი, როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო განხილვის თემა. დიახ, ვადასტურებ, დვალის თხოვნით შეხვედრა შედგა ჩვენს შორის. მე გავაცანი ჩემი მყარი პოზიცია, რატომ არ იზიარებდა კომპანია ამ განჩინებას. მას ჰქონდა თავისი პოზიცია. ჩვენ ვერ შევჯერდით საკითხებზე. მან მითხრა, ხომ არ დავთანხმდებოდი დროებით მმართველობაზე. ცალსახად უარი ვთქვი. მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში ის ვალდებულებები, რომელზეც ჩემი ხელმოწერა არ ყოფილა. მე მოვისმინე ადვოკატებისგან ინფორმაცია, რომ ჩემი თანხმობის გარეშე ამ დოკუმენტის გაკეთება შეუძლებელია და ეს დოკუმენტი არის ბათილი. მე ვხელმძღვანელობ არხის საინფორმაციო პოლიტიკას. მე ვერ ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე. მაინცდამაინც, სამი დღით ადრე რომ მოუნდათ ვალდებულებების ჩემზე გადმობირება, გასაგებია ყველაფერი. ეს ვალდებულებები უკანონოა, მასზე არ არის ჩემი ხელმოწერა და თანხმობა. თქვენ, ბატონებო, გაქვთ ყველანაირი უფლება, რომელსაც თავადაც არ ეთანხმებით. შეგიძლიათ დისტანციურად შეასრულოთ ვალდებულებები, თქვენ გაქვთ ყველანაირი წვდომა. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები!" - განაცხადა უდუმაშვილმა. 


შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის ყოფილი დამფუძნებლის ჯარჯი აქიმიძის და ტელეკომპანიის დროებითი მმართველების დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის გადაწყვეტილებით, დროებითი მმართველობის უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს გადაეცა.


„პრობლემა იყო ზუსტად ის, რამე პრობლემა არ შექმნოდა ტელეკომპანიას. ეს იყო ჩვენი მოტივაცია და დავთანმხდით იმას, რომ დროებით მმართველობა არ აგვეღო. საზოგადოებაში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ვიზიარებ, რომ საკამათო პუნქტებია. აქედან გამომდინარე, კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, სანამ არ გაირკვევა, რამდენად ვარ მიუკერძოებელი პირი, სასამართლო პროცესში, რადგან არ ვარ მონაწილე, მზადყოფნა გამოვთქვით, შემდეგ ინსტანციებში გასაჩივრებულიყო, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ვიმოქმედებდით. იმისთვის, რომ ჩვენ არ შევდივართ, მეორე მხარეს კი შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, მივმართეთ ყარამანიშვილებს, რათა არანაირი შეფერხება არ ყოფილიყო. სრულიად შესაძლებელია, გაურკვეველ პერიოდში შეიქმნას პრობლემა. მიუხედავად არაადეკვატური პასუხისა, რაც მივიღეთ, რომ საერთოდ არ გვცნობენ, მათ უფლება არ აქვთ არაფრის. გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და შევხვდი „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს. ვუთხარი, თუ ორივე მხარეს სურს, დაძაბულობა თავიდან ავიცილოთ, მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებები, მივცე მინდობილობა. ისევ ვამბობ, მეორე მხარე, რომელიც აცხადებს, რომ არ გვცნობს, სიტუაციას ცაიტნოტში აგდებს. ანუ, მე იძულებით უნდა გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რაც მიუღებელია ჩემთვის. არასდროს, არაფერი ძალით არ მოხდება. ვერ ვგრძნობ მათი მხრიდან თანამშრომლობის სურვილს. ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, ეს არის ქაღალდი და მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებები მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს. მას აქვს უფლება მინიჭებული, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და სრულფასოვნად შეუძლია იმოქმედოს. სასამართლო პრობლემა „რუსთავი 2"-ს აღარ ექნება. ამ საკითხში, ძალიან უცნაურია, მაგრამ ერთიანები ვართ. გაძლევთ გარანტიას, მართვის პრობლემა არ იქნება. დღეს ზაალ უდუმაშვილს აქვს სრული უფლება, ნორმალურად აფუნქციონიროს „რუსთავი 2", - განაცხადა დვალმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016