reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციაში 150 მილიონ დოლარს ჩადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:12
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციაში 150 მილიონ დოლარს ჩადებს
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 14:00



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია. კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს „კარფურის" ახალი ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა:

 

„მე მქონდა ბატონ ბიძინასთან შეხვედრა, ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო უნდა დაფაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც, რეალურად, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოში, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

 

მე ამ თემაზე მქონდა მასთან შეხვედრა და მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან, რეალურად, ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წასწიოს ჩვენი ქვეყანა. პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის 125 მილიონიდან 150 მილიონ დოლარამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს, რათა ეს მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა ეს იყო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016