reportiori.ge - თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:26
ეკონომიკა
თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 22:28


 

მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით  მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


თანაინვესტირების ფონდი საქართველოში ამ ეტაპისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე  დასრულდება. ესენია ჰიდროელექტროსადგური მტკვარიჰესი; ცხენისწყლისა და ონის ჰესების კასკადი; რძის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო; გალერეა თბილისი; სასტუმრო და გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში; პანორამა თბილისი; სასტუმრო Axis Towers; მაღალი დონის კომპიუტერული მონაცემთა ცენტრი.


ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები. 2013-2015 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სულ მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. 2013-15 წლებში განხორციელდა 87 სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომლის ჯამურმა ღირებულებამ - 62 000 000 ლარი შეადგინა. იაფი კრედიტით ისარგებლა 16 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა, სახელმწიფო საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებით გაიღო 68 მილიონი ლარი. 2016 წელს მოხდება 49 სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, დაგეგმილია 5  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; დაფინანსებულია  139 ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმო,სადაც დასაქმდა 2992 ადამიანი, ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 102 მლნ აშშ დოლარს. სახელმწიფოს თანადაფინანსებით 2016 წელს დამატებით გაიხსნება  15-20 გამამუშავებელი საწარმო. 2013, 2014 და 2015 წლებში 800 ათასამდე მცირემიწიანმა ფერმერმა მიიღო 306 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი მიწის დამუშავებისთვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად. ყოველწლიურად მუშავდება 210 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი. 2016 წელს სარგებელს მიიღებს დამატებით არანაკლებ 100-150 ბენეფიციარი თანამედროვე ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის. აგროდაზღვევის შედეგად 2014-2015 წლებში გაცემულია 27 ათასზე მეტი პოლისი. 189 მლნ. ლარის ღირებულების მოსავალი, დაზღვეული ჯამური ფართობი შეადგენს 23,143 ჰექტარს, სააგენტოს მიერ დაფინანსებულია 13,545,034 ლარის პრემია. ქართული ჩაის წარმოების ხელშეწყობა - 2016 წლიდან დაიწყება 2 ეტაპიანი პროექტის განხორციელება.  2016 წლის განმავლობაში პლანტაციების რეაბილიტაციას მოხმარდება 3.5 მლნ. ლარი; პროექტის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ ყოველწიურად დამატებით იწარმოება 1500-2000 ტონა ქართული ჩაი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016