reportiori.ge - სახელმწიფო კაპელა: ჩვენ და ორკესტრს თანაბარი უფლებები არ გვაქვს, ნიკოლოზ რაჭველი კი ყურადღებას არ გვაქცევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:48
კულტურა
სახელმწიფო კაპელა: ჩვენ და ორკესტრს თანაბარი უფლებები არ გვაქვს, ნიკოლოზ რაჭველი კი ყურადღებას არ გვაქცევს!
12 ნოემბერი, 2013. 18:12

ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა შემოქმედებით მუშაობა შეწყვიტა. ამის მიზეზად მძიმე სოციალურ-მატერიალური პირობები და არსებული სიტუაცია სახელდება.

მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით, საგუნდო კაპელამ საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, რასაც მთელი შემოქმედებითი კოლექტივი აწერა ხელს. გარდა ამისა, მათ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობაზეც უარი განაცხადეს.

საგუნდო კაპელას ერთ-ერთი წევრი, გიორგი გოგიჩაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე ვრცლად საუბრობს და აცხადებს, რომ მათი გასამრჯელო - 200 ლარი კაპელას არცერთი წევრისთვის საკმარისი არ არის. მისი განცხადებით, კაპელას და ორკესტრს თანაბარი უფლებები უნდა გააჩნდეთ.

„კაპელას პროტესტი დაკავშირებულია მწირ ბიუჯეტთან. სახელმწიფო ცენტრს აქვს წლიური მილიონ ხუთასი ათასი დაფინანსება და აქედან კაპელას  ეკუთვნის 205 000, რაც გამოდის თვეში 200 ლარი თითოეულ წევრზე", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში გოგიჩაშვილმა.

მან კაპელას გაფიცვის სხვა მიზეზებზეც ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, რომ კულტურის სამინისტრო არსებული ბიუჯეტის გადანაწილებაში ჩაერიოს. გიორგი გოგიჩაშვილის განცხადებით, ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი კაპელას ყურადღებას არ აქცევს.

„ნიკა მემანიშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში დღემდე გვეუბნება, რომ მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ორკესტრი და კაპელა არის მეორე ხარისხოვანი. როდესაც ხარ სამხატვრო ხელმძღვანელი, თანაბარუფლებიანი უნდა იყოს როგოც ორკესტრი, ასევე კაპელაც", - აღნიშნა გოგიჩაშვილმა.

კაპელას ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ მათ პროტესტს კულტურის სამინისტროში ჯერ არ გამოხმაურებიან. მათი ინფორმაციით, კულტურის მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი კაპელას ამ განცხადებაზე გულისწყრომით და სიბრაზით საუბრობდა.

მანანა ბერიკაშვილი კი განმარტავს, რომ საგუნდო კაპელას იანვრიდან ხელფასები ისედაც გაეზრდებოდა, თუმცა, გუნდიც და ხელმძღვანელობაც თანაბარ უფლებებში მუშაობას ითხოვს.

„გუნდი ითხოვს უშუალოდ კულტურის მინისტრს შეხვდეს და მისგან ელოდება კონკრეტულ დაპირებებს, რადგან მინისტრის სიტყვა უკვე ოფიციალური იქნება. თუ სამინისტრომ კაპელას მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, იანვრიდან ცენტრიდან წასვლას აპირებენ, მაგრამ რამდენად სასიკეთოდ წაადგება გუნდს არ ვიცი", - განუცხადა „რეპორტიორს" კაპელას მენეჯერმა.

კაპელას გუნდის წევრების განცხადებით, ეს პროტესტი არ არის მიმართული რომელიმე პიროვნების მიმართ, უბრალოდ, სისტემაა არასწორი. თანაბრად უნდა მიექცეს ყურადღება როგორც კაპელას, ასევე ორკესტრს.

„ეს პროტესტი არ არის მიმართული რომელიმე პიროვნების ან მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიმართ, ზოგადად, ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება კაპელას, რადგან საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო გუნდია, ისიც დაბალანაზღაურებადი. ამით არავინ არავის ემუქრება, 9 წელია ასე ხდება. რადგან ყოფილ ხელისუფლებას ვერაფერი გავაგებინეთ, ახლა გუნდი ამ სამინისტროს მიმართავს", - აცხადებენ კაპელას წევრები. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016