reportiori.ge - შსს-მ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:31
სამართალი
შსს-მ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 10:20


სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ადვოკატი, 1984 წელს დაბადებული მიხეილ მ. და 1973 წელს დაბადებული მოქალაქე, წარსულში ნასამართლევი შახვალად ხ. თაღლითობის მცდელობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ადვოკატი მიხეილ მ., თანამზრახველ შახვალად ხ-სთან ერთად, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მამას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მაგამედ მირზა მ-ს მსჯავრდებული შვილის ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 60 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. მიხეილ მ-მ თაღლითური სქემა შახვალად ხ-სთან ერთად შეიმუშავა და მსჯავრდებულის მამასთან მოლაპარაკებებს მისი დახმარებით ახორციელებდა.



შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მიხეილ მ. რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თაღლითური გზით მიღებული დიდი ოდენობით თანხით, საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის სალონიდან 60 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა შახვალად ხ. თანამზრახველის - მიხეილ მ-ს ბინაში დააკავეს.



გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016