reportiori.ge - ინფრასტრუქტურული პროექტები სოფელ შრომაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:01
რეგიონები
ინფრასტრუქტურული პროექტები სოფელ შრომაში
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 18:42


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დღეს შრომის თემში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.


სოფელ შრომის შიდა გზების უმეტესობა ამორტიზებულია. მუნიციპალიტეტი რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციას ეტაპობრივად ახორციელებს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია ბეტონის გზის მოწყობა ზედუბანში.


რკინაბეტონის 110-მეტრიანი მონაკვეთი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ფარგლებში შეკეთდა.


სამუშაოების ღირებულება 15 269 ლარს შეადგენს. დასრულდა მცირე ზომის ხიდის მონტაჟი ქადეიშვილების უბანში. ხიდი გასულ წელს ადიდებულმა ღელემ წაიღო და რამდენიმე ოჯახი სოფლის ცენტრს მოწყვიტა. ადგილობრივები გადაადგილებას შემოვლითი გზებით ახერხებდნენ. იქვე მოეწყო ნიაღვრის შემაკავებელი გაბიონი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ჰიდრომშენმა" განახორციელა.


 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016