reportiori.ge - ხვალ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:56
რეგიონები
ხვალ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ
12 ნოემბერი, 2013. 19:12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსს ხვალ ზუგდიდელებს წარუდგენს და დაგეგმილ სიახლეებს მათთან ერთად განიხილავს.

შეხვედრა ზუგდიდის თეატრში 13:00 საათზე დაიწყება და მასში რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ზუგდიდი ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელსაც, რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მიეცემა უფლებამოსილებები და ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას მოხმარდება.

თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა, ხოლო პარლამენტის ბიურომ პროექტი დღევანდელ სხდომაზე პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეიტანა. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016