reportiori.ge - გრიგორი კარასინმა და გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საკითხი განიხილეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:21
მსოფლიო
გრიგორი კარასინმა და გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საკითხი განიხილეს
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 13:15



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ, გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის საკითხი განიხილეს.



დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული სიტუაცია, გალის რაიონში არსებული ვითარება, გაერო- როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხში. აღინიშნა ქართულ-აფხაზურ საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის აღდგენის აუცილებლობა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრები 2012 წელს შეწყდა, როდესაც აფხაზურმა მხარემ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს მიკერძოებულობაში დასდო ბრალი და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მისიის ხელმძღვანელი 2013 წელს შეიცვალა, თუმცა შეხვედრების აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016