reportiori.ge - ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:39
სამართალი
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი დააკავეს
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 13:53



საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია  18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ.მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები.

 

პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში  დაკავებულისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ.

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016