reportiori.ge - თეა წულუკიანმა 1661 პატიმარი პირადობის მოწმობის საფასურისგან გაათავისუფლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:35
სამართალი
თეა წულუკიანმა 1661 პატიმარი პირადობის მოწმობის საფასურისგან გაათავისუფლა
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 16:20



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა გათავისუფლების შემდგომი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 1661 პატიმარი პირადობის მოწმობის საფასურისგან გაათავისუფლა.



პატიმრებს ID ბარათები „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ფარგლებში ადგილზე დაუმზადდათ. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" წარმომადგენლებმა ეტაპობრივად, შესაბამისი მომსახურება სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს უფასოდ გაუწიეს.



იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, 2013 წლიდან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" მიმდინარეობს, რომელსაც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს.



ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016