სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სასაცილოს უწოდებს. მისი თქმით, ვერავინ შეეგუება ახალაიას შერჩეს ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა „ციხის ბუნტის საქმე" და საპატიმროებში გარდაცვლილი ადამიანები.
„რა ბრალიც ბაჩო ახალაიას წაუყენეს, ამის მიღმა ისეთი ბრალეულობაა ცნობილი, რომ გაოგნდებით. მაგალითად, ციხის ბუნტის ჩახშობა და 7 მიცვალებული, რომელიც მის კისერზეა. მე მაინც ვერ შევეგუები და საზოგადოებაც ვერ შეეგუება, რომ ადამიანებს შერჩეთ ის, რაც ჩაიდინეს. განსაკუთრებით, როდესაც ამას მოჰყვა მსხვერპლი - ადამიანები დახოცილნი არიან ციხის ბუნტის ჩახშობის დროს, ციხეში გარდაცვლილები და 26 მაისის მოვლენების დროს დახოცილი ადამიანები! არ მესმის, ეს როგორ უნდა შერჩეთ", - აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან" მიცემულ ინტრვიუში.