reportiori.ge - მოსამართლეები ძმები ყარამანიშვილების და „TV საქართველოს“ სარჩელის მიღებაზე მსჯელობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:29
სამართალი
მოსამართლეები ძმები ყარამანიშვილების და „TV საქართველოს“ სარჩელის მიღებაზე მსჯელობენ
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 18:26



„რუსთავი 2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა. მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ; შესაძლოა, დღესვე გადაწყდეს, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო  „TV საქართველოსა" და ძმები ყარამანიშვილების სარჩელს წარმოებაში.


დღეს დილიდან პროცესზე მოსამართლეები და ადვოკატები კითხვებს უსვამდნენ პარლამენტის იურისტების მოთხოვნით მოწვეულ სპეციალისტს. კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდათ ძმები ყარამანიშვილების და „ტელეკომპანია საქართველოს" ადვოკატებსაც.


ორივე მხარის იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მისთვის მისაღები გადაწყვეტილებას ელოდებიან. პარლამენტის წარმომადგენელიდარწმუნებულია, რომ მისი არგუმენტები სასამართლოსთვის დამაჯერებელია.


ვფიქრობ, რომ პარლამენტმა შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო კოლეგია იმაში, რომ უმეტეს წილად მოსარჩელის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და სადავო ნორმების შეჩერება გამოიწვევს ერთი კერძო პირის ინტერესების მეორე კერძო პირის ინტერესების მიმართ უპირატესობის მინიჭებას და საჯარო ინტერესის უგულებელყოფას, რაც არის გადაწყვეტილების აღსრულება", - აცხადებს პარლამენტის წარმომადგენელი.


ძმები ყარამანიშვილების და „ტელეკომპანია საქართველოს" ადვოკატები კი იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაიცავს „რუსთავი 2"-ს, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიის არსებობას ქვეყანაში.


ვფიქრობ, ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი სასამართლო აქ, იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება მოსარჩელის სასარგებლოდ. იმედს ვამყარებთ, რომ საკონსტიტუციო იმსჯელებს ობიექტურად და ის შეუქცევადი ზიანი, რომელიც ადგება მაუწყებელს, თავიდან იქნება აცილებული", - აცხადებს თამთა მურადაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016