reportiori.ge - ნიკა გვარამია: შემდეგი სიტყვა საერთო სასამართლოთა სისტემას ეკუთვნის...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:04
მედია
ნიკა გვარამია: შემდეგი სიტყვა საერთო სასამართლოთა სისტემას ეკუთვნის...
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 20:27



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური  დირექტორი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნის შეჩერების შესახებ საგანგებო ბრიფინგით აფასებს.


გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული და წორი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობას უხდოს და აღნიშნავს, რომ ახლა მთავარი სიტყვა საერთო სასამართლოთა სისტემას ეკუთვნის.

„დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრატიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს და რაც მთავარია მისცა შანსი თავისუფალ მედიას, საქართველოს მთავრობას, რომ სახე შეინარჩუნოს და ამ პროცესიდან ღირსეულად გავიდეს.

ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ.

 

მივმართავ საქართველოს მთავრობას- ამ ვითარებაში უკან დახევა არ იქნება დამარცხება. პირიქით, ამ ვითარებაში უკან დახევა იქნება გამარჯვება, გამარჯვება საკუთარ თავზე და ქვეყნის ინტერესებისთვის. გაეცალეთ ამ პროცესებს, გაარიდეთ ამ პროცესს ყველა ის ადამიანი, ვინ თქვენს ინტერესებს უკანონოდ გამოხატავს და მიეცით შანსი მართლმსაჯულებას. 

ჩვენთვის ნიშვნელოვანია ვემსახუროთ სიტყვის თავისუფლებას იმ გაგებით, როგორიც ჩვენ გვგონია სწორი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა არასამთარობო ორგანიზაციას, ვინც ამ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იდგა ჩვენს გვერდით და იცავდა ქვეყნისა და საკუთარ პოლიტიკურ მომავალსაც.

 

კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი აგური მაინც დადო არა რუსთავი 2-ის საქმეში, არამედ საერთო საქვეყნო საქმეში. ამ ეტაპზე ჩვენ გამარჯვებულები ვართ. შემდეგი სიტყვა არის საერთო სასამართლოთა სისტემაზე. მეგობრებო, გაუფრთხილდით იმას, რაც ყველაზე ძნელად ასაშენებელია- თქვენს რეპუტაციას."- განაცხადა გვარამიამ.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სასამართლომ ძმები ყარამანიშვილების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნორმა, რომლის მიხედვითაც  „რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ, შეაჩერა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016