reportiori.ge - სტიქიის შედეგად ქალაქ სენაკის შესასვლელთან გზა ჩამოიშალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:53
რეგიონები
სტიქიის შედეგად ქალაქ სენაკის შესასვლელთან გზა ჩამოიშალა
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 21:06



სტიქიის შედეგად ქალაქ სენაკის შესასვლელთან გზა ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა სენაკში დროებითი შემოსავლელი გზა გამორეცხა.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 293-ე კილომეტრზე (ქ. სენაკში შესასვლელთან), აღნიშნული გზა, არსებული მილ-ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იყო მოწყობილი. დაზიანებულია ასევე იქვე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის ნაწილიც.


უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაერთო ქ. სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე.


ამ დროისათვის, სტიქიით დაზიანებულ ობიექტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც შექმნილ ვითარებას სწავლობენ, რათა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყონ გზის აღდგენის სამუშაოები.


დაწესებული რეჟიმით მოძრაობა განხორცილდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.


 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016