reportiori.ge - ლია მუხაშავრია: „რუსთავი 2“ ცდილობს ურთმელიძის გადაწყვეტილებებს აღსრულება არ ეღირსოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:33
სამართალი
ლია მუხაშავრია: „რუსთავი 2“ ცდილობს ურთმელიძის გადაწყვეტილებებს აღსრულება არ ეღირსოს
ავტორი:
14 ნოემბერი, 2015. 00:19



ადვოკატი ლია მუხაშავრია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.


„მარტივად რომ ვთქვათ, რუსთავი 2 ცდილობს ურთმელიძის გადაწყვეტილებებს აღსრულება არ ეღირსოს. რამდენად სახიფათოა ეს პროცესი?!"- აღნიშნავს მუხაშავრია გადაცემაში „2030."


„არ მახსენდება ფაქტი, რომ ჩვენს მიერ შეტანილ სარჩელებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე ნორმა წინასწარ შეეჩერებინა, ახლა კი, მთელი კასკადია. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რუსთავი 2 ცდილობს ურთმელიძის გადაწყვეტილებებს აღსრულება არ ეღირსოს. რამდენად სახიფათოა ეს პროცესი?! კარგი ადვოკატის პირობებში, პრობლემას ვერ ვხედავ. ადვოკატები იმისთვის ვართ, რომ მოთხოვნები დავასაბუთოთ. სასამართლოშიც, შიგადაშიგ, სხედან გონიერი მოსამართლეები, რომლებსაც მოთხოვნების გაზიარება შეუძლიათ. ამიტომ პანიკა, რომელსაც რუსთავი 2 თესავს, რომ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდება, ასე ნამდვილად არ არის. საფრთხე ისაა, რომ ამ ომში, რომელიც საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის მიმდინარეობს, მართლმსაჯულების სისტემა თვალწინ გვენგრევა." - განაცხადა მუხაშავრიამ.


შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძმები ყარამანაშვილების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნორმა, რომლითაც „რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ შეაჩერა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016