reportiori.ge - შსს-მ გურიაში ძარცვისთვის ძებნილი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:52
სამართალი
შსს-მ გურიაში ძარცვისთვის ძებნილი პირი დააკავა
ავტორი:
14 ნოემბერი, 2015. 10:22


შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ ძარცვისთვის ძებნილი, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაურ გ. გურიაში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2014 წლის 2 ნოემბერს ბათუმში, თანამზრახველ, 1976 წელს დაბადებულ გოჩა ტ-სთან ერთად, ძალადობის გამოყენების მუქარით მოქალაქეს ტყავის ქურთუკი, ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად გოჩა ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამჟამად დაკავებულია ბრალდებული ზაურ გ-ც, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა. ზაურ გ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016