reportiori.ge - ტერორისტები თეატრში შეჭრისას „ალაჰ აქბარს“ ყვიროდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:17
მსოფლიო
ტერორისტები თეატრში შეჭრისას „ალაჰ აქბარს“ ყვიროდნენ
ავტორი:
14 ნოემბერი, 2015. 12:09


CNN" პარიზის პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საფრანგეთში, ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა. აქედან შვიდმა თავი აიფეთქა.



ეს იყო სისხლისღვრა", - ამბობს „CNN "-თან საუბარში ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც თავდასხმის დროს თეატრში იმყოფებოდა.



საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90-მდე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.



„BBC"-ს ცნობით, გუშინ პარიზში 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი „ბატაკლანის" თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. ყველაზე მეტი, 112 ადამიანი სწორდ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ.



ფრანგულმა სპეცრაზმმა თეატრის შტურმი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდამსხმელებმა მათ აცნობეს, რომ შეიარაღებულები არიან და მოლაპარაკებები არ სურთ. შტურმის შემდეგ, ადგილზე მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, პრემიერ-მინისტრი, შსს-სა და იუსტიციის მინისტრები. თვითმხილველები ამბობენ, რომ თეატრში შეჭრილი ტერორისტები სირიასა და ერაყზე საუბრობდნენ.



ადგილობრივი მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც ფრანგულ ენას ფლობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებული მამაკაცები, თეატრში შეჭრისას, „ალაჰ აქბარს" ყვიროდნენ.



კიდევ ერთი თავდასხმის დროს, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პარიზის სტადიონ „სტად დე ფრანსთან" თავი აიფეთქა. სტადიონზე იმ მომენტში საფრანგეთ-გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა.



კიდევ რამდენიმე თავდასხმა სენის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ქუჩაზე მოხდა, სადაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა რესტორნებში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.



„BBC"-ის ცნობით, ტერორისტების მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა „ისლამური სახელმწიფო" ახსენა და განაცხადა, რომ მომხდარი ოლანდის დანაშაულია, რადგან სირიაში ჩარევა გადაწყვიტა.



ტერაქტების გამო, პარიზის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მობილიზებულია 1 500-მდე სამხედრო.



პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უახლოეს საათებში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ტერაქტების გამო, ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ „დიდი ოცეულის" სამიტს აღარ დაესწრება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016