ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად კიდევ რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.
წუხელ სოფელ ბახვში მოვარდნილმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური ზარალს ითვლის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისიები მუშაობენ.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსმა ვასილ კაპანაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზიანებული ადგილები მოინახულეს.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფელ ჯუმათში მითაიშვილების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისიები მუშაობენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯებს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს.