რეგიონები
ხაშურში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
14 ნოემბერი, 2015. 17:20
ხაშურში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარები სურამულა და შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა. მდგომარეობა მძიმეა ქვემო ოსიაურში, სადაც ათობით სახოვრებელი სახლის პირველი სართული წყალში დგას. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
რთული მდგომარეობაა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მაგისტრალის ოსიაურის მონაკვეთზეც, სადაც მდინარე სურამულა სავალ ნაწილზე გადავიდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, რაიონში მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სტიქიის დამატებითი კერები თავიდან აიცილონ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57