13 ნოემბერს, ლიბანში თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, რასაც სამხრეთ ბეირუთში 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 239 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „როიტერი" ავრცელებს.
მომხდარის გამო ლიბანის ხელისუფლებამ ქვეყანაში საყოველთაო გლოვა გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობას რადიკალური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" იღებს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ბეირუთი, ადგილი სადაც აფეთქებები მოხდა, ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ''ჰეზბოლას'' მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ''ჰეზბოლას'' მას შემდეგ რაც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს სამხედრო ოპერაციებში ეხმარება, "ისლამური სახელმწიფო" პოტენციურ მტრად მიიჩნევს.
"ჰეზბოლას" მხარდამჭერმა გამოცემა "ალ აქბარმა" განაცხადა, რომ უკვე აღარ იყო უკან დასახევი გზა, მას შემდეგ რაც ისინი ‘'გრძელვადიანი ომის'' შესახებ გააფრთხილეს.
აღნიშნული აფეთქება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში პირველი თავდასხმა იყო ლიბანში "ჰეზბოლას" მისამართით.