reportiori.ge - პარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:09
მსოფლიო
პარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა
ავტორი:
14 ნოემბერი, 2015. 23:34


პარიზში მომხდარი თავდასხმების დროს, ტერორისტები სამ კარგად ორგანიზებულ და კოორდინირებულ ჯგუფად მოქმედებდნენ. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მილენმა განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელებს ე.წ. შაჰიდის ქამრები ეკეთათ და კალაშნიკოვის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები.

 

"ჩვენ უნდა დავადგინოთ, საიდან ჩამოვიდნენ ისინი და ვინ აფინანსებდა მათ", - განაცხადა მილერმა.


მოლენის განცხადებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი 30 წლის მამაკაცი იყო, რომელიც პარიზის გარეუბანში დაიბადა. კრიმინალური წარსულის მქონე ახალგაზრდა, 2010 წელს ისლამისტებს დაუახლოვდა, რის გამოც სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა არც ერთი დაჯგუფებაში არ გაწევრიანებულა.


პარიზის პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ტერაქტების გამოძიების ფარგლებში, დააკავეს 3 ადამიანი, აქედან ერთი - საფრანგეთი-ბელგიის საზღვარზე.


მოლენმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს სირიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. მან ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 8 თავდამსხმელზე და განაცხადა, რომ ტერაქტები 7-მა ადამიანმა განახორციელა, აქედან 6-მა თავი აიფეთქა.


მისი თქმით, სამართალდამცველებთან მოლაპარაკებების დროს, ტერორისტები სირიასა და ერაყს ახსენებდნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016