reportiori.ge - „ისლამური სახელმწიფო“: პარიზში განხორციელებული თავდასხმა კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:07
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“: პარიზში განხორციელებული თავდასხმა კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია
ავტორი:
15 ნოემბერი, 2015. 10:02



"ოფიციალური განმარტება კურთხეული თავდასხმის შესახებ ჯვაროსნულ საფრანგეთზე"- ამ სათაურით „ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზში განხორციელებული თავდასხმების შესახებ რუსულენოვანი აუდიო და ტექსტობრივი მასალა გაავრცელა. "ისლამური სახელმწიფოს" ცნობით, პარიზში განხორციელებული თავდასხმა "მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია".



განცხადების თანახმად, "მორწმუნეებმა სახალიფოს მეომართა რიგებიდან, მრუშობისა და სიბილწის დედაქალაქზე, პარიზზე ილაშქრეს, რომელიც ევროპაში ჯვაროსნების დროშის მატარებელია".


"8 ძმა, ასაფეთქებელი ქამრებითა და ავტომატებით, მივიდა იმ ადგილებში, რომელიც დედაქალაქის გულში, წინასწარ, გულდასმით შეირჩა. ამ ადგილებს შორის სტადიონი "სტად დე ფრანსია", სადაც იმ მომენტში გერმანიასა და საფრანგეთის მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც ფრანგი იდიოტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ასევე თავდასხმა განხორციელდა "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზზე, სადაც ათასობით წარმართი მრუშობის დღესასწაულზე შეიკრიბა. ამავდროულად, განხორციელდა თავდასხმები სხვა სამიზნეებზე ქალაქის მე-10, მე-11 და მე-18 რაიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.


"ისლამური სახელმწიფოს" ცნობით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, "ურწმუნოთა ბრბოში" თავი აიფეთქეს.


"იცოდეს საფრანგეთმა და ყველამ, ვინც მის კვალდაკვალ მიდის, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ სამიზნეებად დარჩებიან. თქვენ სიკვდილის სუნს იქამდე იგრძნობთ, სანამ ჯვაროსნების კოალიციაში ხართ, სანამ ჩვენს წინასწარმეტყველს (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა) ლანძღავთ, სანამ ამაყობთ თქვენი ომით ისლამის წინააღმდეგ საფრანგეთში და ავიადარტყმებით სახალიფოს მიწებზე. არადა ეს თვითმფრინავები პარიზის ქუჩებში ვერ დაგიცავენ", - ნათქვამია განცხადებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016