„უახლოესი დღეების განმავლობაში მოგვიწევს გადავიტანოთ დესტრუქციული, ანტიუკრაინული ძალების მცდელობები, განახორციელონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია", - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურს გააჩნია ინფორმაცია კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ლვოვსა და სხვა დიდ ქალაქებში მოსალოდნელი ტერორისტული აქტებისა და პროვოკაციების შესახებ ცეცხლსასროლი და საბრძოლო იარაღის გამოყენებით.
„დღეს მოვისმინე შსს-ს ოპერატიული სამსახურების მოხსენება, რომელშიც შესულია უშიშროების სამსახურის ინფორმაციაც და მივიღე გადაწყვეტილება თითოეულ თქვენგანს მოგმართოთ. ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, უახლოესი დღეების განმავლობაში მოგვიწევს გადავიტანოთ დესტრუქციული, ანტიუკრაინული ძალების მცდელობები, განახორციელონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია", - აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდეს.