მსოფლიო
პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის გარემოცვიდან 6 პირია დაკავებული
15 ნოემბერი, 2015. 15:33
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის გარემოცვიდან 6 პირი დააკავა. როგორც Le Figaro წერს, ყველა დაკავებულს კავშირი აქვს "ბოევიკთან", რომელიც ამოცნობლია და მისი სახელია ისმაილ ომარ მოსტეფა. არსებული ინფორმაციით, მოსტეფა "ბატაკლანის" თეატრში ტყვეების აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა.
დაკავებულთა შორის არიან ისმაილ ომარ მოსტეფას ძმა და მამა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ბოევიკების" ნათესავების დაკავება მსგავსი საქმეების ძიების დროს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
ამასთან, ფრანგულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტერორისტების ერთ-ერთი მანქანა აღმოჩენილია.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40