„ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად კინოს სახლში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „საქართველოს არჩევანის" პრეზენტაცია შედგა. შეკრებილმა საზოგადოება პროექტზე - „სამხრეთ კავკასია - გეოპოლიტიკური სივრცე" (რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი) - იმსჯელა.
პროექტის არსი საერთაშორისო ფუნქციიდან ამოვარდნილი საქართველოს როლის ახლებულ გააზრებასა და მისთვის დამატებითი ფუნქციის შეძენაში მდგომარეობს. ხონელიძის ნაშრომის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში უნდა შეიქმნას ახალი ერთიანი გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიცრეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი იქნება საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
პროექტის ძირითადი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ საქათველომ რეგიონში და რეგიონმა - ევრაზიულ სივრცეში იტვირთოს ფუნქცია და დაიმკვიდროს ღირსეული, მისაღები ადგილი.