reportiori.ge - ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახმეტაში ერთი პირი დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:26
სამართალი
ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახმეტაში ერთი პირი დააკავეს
ავტორი:
15 ნოემბერი, 2015. 17:06

 

 

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს და ამავე სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შმაგი ყ. დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში, ღამით, არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას შმაგი ყ. არ დაემორჩილა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის განაიარაღეს. დაკავებისას შმაგი ყ. თავს დაესხა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას და უკანა საქარე მინა დააზიანა.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, „ა-კა-ეს 74"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 35 საბრძოლო ვაზნა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ალკოტესტით შეამოწმების შედეგად შმაგი ყ-ს ალკოჰოლური თრობა, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმებით კი მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016