reportiori.ge - გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის ყოფილ უფროსს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:45
სამართალი
გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის ყოფილ უფროსს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ავტორი:
15 ნოემბერი, 2015. 17:41



ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების ყოფილ უფროსს ლაშა კვირკვაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 2 თვის ვადით მიუსაჯა. კვირიკვიას სასამართლო პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.


მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კვირკვიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდებაზე უარს აცხადებდა ან მის გათავისუფლებას 7 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.


პროცესს დაზარალებული ადვოკატი გიორგი მდინარაძე, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ. 


პროცესი 1 საათის დაგვიანებით დაიწყო და ის კვირკვაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობდა.


შეგახსენებთ, რომ კვირკვაია საავადმყოფოში შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016