reportiori.ge - „პუტინი განრისხებულია... მრცხვენია, რომ რუსი ვარ“ - რუსეთში აკრძალული ვიდეო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:16
მსოფლიო
„პუტინი განრისხებულია... მრცხვენია, რომ რუსი ვარ“ - რუსეთში აკრძალული ვიდეო
ავტორი:
15 ნოემბერი, 2015. 23:57



სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსკოველი ჟურნალიტის დმიტრი კ.-ს ბლოგის საფუძველზე შექმნილი ვიდეო "პუტინი განრისხებულია. მრცხვენია, რომ რუსი ვარ", რომელიც როგორც თავად რგოლის სათაურშია მითითებული, რუსეთში აკრძალულია.


ვიდეოში საუბარია რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასა და რუსულ ნაციონალიზმზე.


"ახლა ფრაზის თქმა, „მე ვარ რუსი" მხოლოდ ჩურჩულით შეიძლება. მრცხვენია, რომ ვარ რუსი. მადლობა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ", - ამბობს ჟურნალისტი.


მისი თქმით, პუტინმა მიაღწია თავისას და რუსებს უკრაინელები უკვე მტრები ჰგონიათ.


„... ჩვენ არ ვმალავთ საკუთარ რასიზმს და უცხო ეროვნების ხალხისადმი შეუგუებლობას. სიამოვნებით ვატარებთ სვასტიკას, რომელსაც სლავურ ფუძეს მივაწერთ. ჩვენი პრეზიდენტი კი უფრო შორს მიდის. ვლადიმირ პუტინი ესესხება შიდა პოლიტიკურ სტრატეგიას და ადოლფ ჰიტლერის გამოსვლებს. რუსული პროპაგანდა კი, იოსებ გებელსის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით მიმდინარეობს. პუტინმა უკრაინასთან ნამდვილი ომი დაიწყო, თუმცა, ჩვენ რუსებს არ გვჯერა ამის, ტელევიზორიდან ამის შესახებ ხომ არაფერი გვითხრეს. ჩვენთვის პუტინი გმირია, რუსული მიწების შემგროვებელი! ჩვენ თავშიც არ მოგვივა, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა ყირიმში ომი წამოიწყო იმისთვის, რომ იმაზე აღარასდროს დავფიქრებულიყავით, თუ რამდენი მოიპარა!..." - ამბობს მოსკოველი ჟურნალისტი დმიტრი .


ვიდეო "იუთუბზე" 2 დღის წინ აიტვირთა და ამ დროისათვის ის 245 ათასამდე მომხმარებელმა ნახა.

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016