reportiori.ge - სალაჰ აბდესლამი ჯერ არ დაუკავებიათ, პოლიციამ სხვა პირი დააკავა, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:30
მსოფლიო
სალაჰ აბდესლამი ჯერ არ დაუკავებიათ, პოლიციამ სხვა პირი დააკავა, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 16:12


ბრიუსელის გარეუბანში, მოლენბეკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი სალაჰ აბდესლამი ჯერ არ დაუკავებიათ. ინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა დაკავების თაობაზე, ბელგიის პროკურატურამ უარყო.


სამართალდამცველებმა ბელგიის საზოგადოებრივ მაუწყებელ RTBF-სთან საუბარში განაცხადეს, რომ პოლიციამ სხვა პირი დააკავა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, საფრანგეთმა და ბელგიამ ბრიუსელში დაბადებულ 26 წლის სალაჰ აბდესლამზე ძებნა გამოაცხადეს. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი ტერორისტის ძმა არის, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში თავი აიფეთქა. პოლიცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებული და საზოგადოებისთვის საშიშია.


ბელგიელი სამართალდამცველები სპეცოპერაციას მოლენბეკში ბოლო რამდენიმე საათია ატარებენ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016