reportiori.ge - „ისლამური სახელმწიფო“ ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:49
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 18:19


სააგენტო „როიტერის" ცნობით, „ისლამური სახელმწიფო" ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება. ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის დაბომბვაში მონაწილე ყველა ქვეყანა „საფრანგეთის ბედს გაიზიარებს".



ვიდეორგოლში შესაბამის განცხადებას „ისლამური სახელმწიფოს" წევრი, ვინმე ალ-ღარიბ ალჟირელი აკეთებს.



ჩვენ ვეუბნებით ყველა ქვეყანას, რომელიც ჯვაროსნულ კამპანიაში მონაწილეობს - ღმერთის ნებით, თქვენ საფრანგეთის ბედს გაიზიარებთ. როგორც საფრანგეთს, მის ცენტრში - პარიზში დავარტყით, ვფიცავთ, რომ ამერიკას მის ცენტრში - ვაშინგტონში დავარტყამთ", - აცხადებს ალ-ღარიბ ალჟირელი.



მისი თქმით, ევროპაში მალე ახალი ტერაქტები განხორციელდება.



მინდა ვუთხრა ევროპულ ქვეყნებს - ჩვენ მოვდივართ. ჩვენს შეჩერებას ვერ შეძლებთ, რადგან დღეს გაცილებით უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე", - აცხადებს „ისლამური სახელმწიფოს" წევრი.



ვიდეორგოლში სიტყვით გამოდის კიდევ ერთი ისლამისტი, სახელად ალ-კარარ ერაყელი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს მიმართავს.


 

გადავწყვიტეთ, სანგრებში გესაუბროთ და არა სასტუმროებში", - აცხადებს ალ-კარარ ერაყელი.



სააგენტო „როიტერი" აღნიშნავს, რომ ვიდეომასალის ავთენტურების გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016