reportiori.ge - ლევან იზორია: ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლას“ ერთ- ერთი საველე მეთაური საქართველოში იმყოფება, მცდარია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:27
სამართალი
ლევან იზორია: ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლას“ ერთ- ერთი საველე მეთაური საქართველოში იმყოფება, მცდარია!
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 23:31


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაურის საიად ალ ბაჰადის საქართველოში ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

"ასეთი პიროვნების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ გვაქვს პოტენციურ და აქტიურ ტერორისტებზე ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასეთი პიროვნების სახელი და გვარი არც მათ მიერ მოწოდებულ სიაში ფიგურირებს. არც გაყალბებული დოკუმენტაციით შემოსულა, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა იზორიამ "მაესტროს ფაქტორში" საუბრისას.


სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაური საიად ალ ბაჰადი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "მაკდონალდსთან" არის გადაღებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016